რეზონანსი
15.06.2019

დღეს თუშეთის გზაზე დაღუპული 35 წლის კონსტანტინე ღუზარაული წარმოშობით სოფელ ალვანიდან იყო. ახალგაზრდას ცოლ-შვილი არ ჰყავდა და გამოირჩეოდა რელიგიური ცხოვრებით. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ის ახლო ურთიერთობაში იყო წმინდა გიორგის მოძღვარ მამა იოსებთან.

ინფორმირებული პირები „პრაიმტაიმს“ უამბობს, რომ კონსტანტინენ თუშეთში საქონელი გადააცილა და მწყემსებს ჩააბარა. ის ალექსანდრე ბიძინაშვილს შემთხვევით დაემგზავრა.

სიმაღლიდან გადავარდნილი პიკაპი, გუშინ შენიშნეს ომალოში. ვარაუდობენ, რომ მძღოლი და ღუზურაული სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს.შეგახსენებთ, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის კუთვნილი ავტომობილი თუშეთიდან კახეთის მიმართულებით ბრუნდებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ვარაუდობენ, რომ შემთხვევა გზის რთულმა რელიეფმა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×