რეზონანსი
15.06.2019

მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს.

„ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაკეთებ. ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გარდა ამისა, მეუფე იაკობმა ლგბტ თემის აქციაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას სამარცხვინო უწოდა

„ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებთ მაგას. არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×