"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" წყარომ აცნობა.
სააგენტო დაუკავშირდა სამინისტროს პრესამსახურს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.
წყაროს ინფორმაციით კი, სერგეენკომ სამუშაო კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გაიტანა.
"ჯი-ეჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მეორე კანდიდატი სააჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელია, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
"ჯი-ეიჩ-ენი", ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. პარლამენტარმა, მისი კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით უარყო, ასევე უარყო დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია.