სახელმწიფო კანცელარიასთან ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა. სწორედ მათი საშუალებით გეგმავენ სამართალდამცველები, რომ „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანონ.
„ყვითელი ავტობუსები არის სირცხვილი და ჩვენ ამაში ჩვენი ნებით არ ჩავსხდებით. გაიყვანონ მოძალადე ჯგუფები, რომლებიც აქ არიან მრავლად და ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, მშვიდობიანად დავიშალოთ", - აცხადებენ ორგანიზატორები.
ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა ყვითელი ავტობუსები იმისათვის, რომ „თბილისი პრაიდის" აქციის წევრები ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის" დაანონსებულ აქციამდე ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, სასულიერო პირები და აქტივისტები აქციის ჩასაშლელად მივიდნენ. ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, უკვე დაკავებულია კონტრაქციის 8 მონაწილე.