რეზონანსი
14.06.2019

  სახელმწიფო კანცელარიასთან მისულმა ლევან ვასაძემ კაცებს პასიურობა დაუწუნა და მათთვის აქცია დააანონსა.

„ასობით კლავიატურის ლომი რომ მწერს, დაანებეთ ლაპარაკს თავი და საქმეს მიხედეთო, მეტი რა გავაკეთო. შენობა ავაშენო? - ავაშენე, შვილები იყოლიეთო - მყავს... ამაზე მეტი საქმე რა უნდა გქონდეთ. აქ მარტო ასი კაცი რომ არ ვიყოთ, ეს სიბილწის პროპაგანდისტები აქ არ იქნებოდნენ და პოლიცია ვერ დაგვჩაგრავდა. თავისით გაიქცეოდნენ.

„ამიტომ, ხვალ დავაანონსებთ კაცების აქცია და ავხსნით, როგორ უნდა მოვიქცეთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინც კაცები ხართ ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში, მოხვალთ იქ" - განაცხადა ლევან ვასაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო კანცელარიასთან დაპირისპირება მოყვა კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილის, ალექსანდრე ფალავანდიშვილის დაკავებას, რომელმაც „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ბოთლი ესროლა.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია უნდა გამართულიყო, თუმცა მის დაწყებამდე იქ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები.

„თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ადგილის შეცვლა მოუხდათ. კანცელარიასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×