რეზონანსი
14.06.2019

  მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ორი აქცია იმართება პარალელურად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებული პირები თბილისი პრაიდის" კონტრაქციის მონაწილეები არიან.

"თბილისი პრაიდის" მონაწილეების მისამართით კონტრაქციის მონაწილემ ბოთლი ისროლა, რასაც მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.

„თბილისი პრაიდის" წარმომადგენლების მიერ აქციის დაანონსების შემდეგ კანცელარიასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×