რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) „თბილისი პრაიდის" ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „სახელმწიფო, სად ხარ?!" უნდა გაიმართოს. სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ.

როგორც ისინი ამბობენ, „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს აქციის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ლგბტ აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანირ აქციის გამართვას აპირებდნენ, რის უფლებასაც მათ ასევე კანცელარიასთან მყოფი კონტრაქციის მონაწილეები არ აძლევენ.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, საქართველოში არანაირი ლგბტ აქცია და „გეი პრაიდი" არ ჩატარდება.

მისივე განმარტებით, უკვე ხვალისთვის დაანონსებენ მოძრაობას და გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა „ლგბტ პრაიდის" ჩატარებას თბილისში.

ამ დროისთვის კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×