რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) თუშეთში მანქანის გადავარდნასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი 35 წლის კონსტანტინე ღუზარაულია.

თელავის საავადმყოფოში ყვებიან, რომ გზაზე ქვები ჩამოცვივდა და მძღოლი, სავარაუდოდ, მათ მოერიდა, რის გამოც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

ხოლო რაც შეეხება მეორე ადამიანს ალექსანდრე ბიძინაშვილს, რომელიც დაშავდა, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

„აქვს ტვინის შერყევა, საღამოს განმეორებით გამოკვლევას ჩავუტარებთ, რამდენ ხანს დავტოვებთ საავადმყოფოში, ჯერ არ ვიცით", - განაცხადა მკურნალმა ექიმმა, კოტე არჯევანიძემ.

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×