(რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 1977 წელს დაბადებული თ.ი, რომელმაც ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში ორი მამაკაცი ნაჯახით დაჭრა.
„ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილების მეზობელია და მან ერთ-ერთ მათგან თავში, მეორე კი ზურგში მიაყენა ჭრილობა.