(რეზონანსი) ამ წუთებში თუშეთის გზაზე დაშავებულ ალექსანდრე ბიძინაშვილს, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.
მიმღები ექიმის, კოტე არჯევანიძის ინფორმაციით, დაშავებულს ძვლოვანი პათოლოგია არ აღენიშნება.
„აქვს ტვინის შერყევა, საღამოს განმეორებით გამოკვლევას ჩავუტარებთ, რამდენ ხანს დავტოვებთ საავადმყოფოში, ჯერ არ ვიცით", - თქვა არჯევანიძემ.
ალექსანდრე ბიძინაშვილი თელავის მკვიდრია და ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელიც მოტო-ტურიზმით არის დაკავებული, მძღოლად ყავს აყვანილი.
თუშეთში ავტომანქანის გზიდან გადავარდნისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავადა. ტრაგიკული შემთხვევა დღეს მოხდა.