რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) ახალციხის მუნისიფალიტეტის, სოფელ ანდაში მეზობელის მიერ დაჭრილი კაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში თბილისში გადაჰყავს. მეორე კი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

მეზობლების დაპირისპირების ზუსტ მიზეზებზე ვერ საუბრობენ, ორივე დაშავებული შუახნის კაცია.

„ეს ბიჭი, რომელმაც ნაჯახი ჩაარტყა დაშავებულებთან მისულა კარტოფილის სათხოვნელად. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ აუღია ნაჯახი და ერთისთვის თავი გადაუხლეჩია, მეორესთვის ზურგში ჩაურტყამს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „სამხრეთის კარიბჭესთან".

მისი თქმით, ადგილზე სასწარაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი იყო გამოძახებული. მომხდარზე გამოძება უკვე დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×