რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავებულია.

გარდაცვლილია 31 წლის მამაკაცი. რას შეეხება დაშავებულს ის 40 წლის მამაკაცი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. ის ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას თელავში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში გადაჰყავს.

ადგილზე საპატრულო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ. გადაკეტილია თუშეთის გზის გარკვეული მონაკვეთი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან. მათივე განმარტებით, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

"სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×