რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" წევრება, ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. მათი თქმით, ეს რეფორმა მოქალაქეებზე ძალადობა და საპენსიო ხაფანგია.

"ყველაზე მეტად მე რაც მაღიზიანებს ამ პროექტი, არის ის, რომ ადამიანებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება. ეს არის ძალადობა მოქალაქეებზე, ეს არის ხელის ჩაყოფა ჩვენს ჯიბეებში, მაშინ, როდესაც მთავრობა თვითონ ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯიბეში ხელს უყოფ და 2%-ს აცლი", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

დეპუტატი სერგო რატიანი თვლის, რომ ადამიანმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაგეგმოს უახლოესი და შორეული მომავალი.

"ეს არის საპენსიო ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რომლის სავიზიტო ბარათია კორუფცია და ფლანგვა, რომელმაც ფაქტობრივად უკან წაიყვანა ეკონომიკა და ახლა უნდათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღონ თანხები და იმით კვებონ თავისი ჩინოვნიკები. ამის სურვილი არ მაქვს", - თქვა სერგო რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×