რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნოდარ დუმბაძე ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა.

საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის" პროგრამების ხელმძღვანელმა რომა დოლაბერიძემ ნოდარ დუმბაძეს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნოდარ დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გუშინ ქალ მაშველებთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში იხუმრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები პირველად გამოჩნდნენ. ნოდარ დუმბაძემ ქალი მაშველები სოციალურ ქსელში ცინიკურად მოიხსენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×