(რეზონანსი) Bloomberg-ის ინფორმაციით, 2019 წლის 13 ივნისის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 352-ე ადგილზეა.
პირველ იანვრის მონაცემებით კი, ივანიშვილის ქონება 5 მილიარდი დოლარი იყო.
ამერიკული გამოცემის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია, ხოლო მისი ყველაზე მსხვილი აქტივები ფულადია.
Bloomberg ბოლო ექვს წელიწადში, ივანიშვილის ქონებას ყველაზე ძვირად 2013 წლის ივლის-აგვისტოში აფასებდა. მათი ინფორმაციით, ქონება 6.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.
2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ წერტილს კი ივანიშვილის ქონებამ 2018 წლის მიწურულს მიაღწია და 4.94 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.