რეზონანსი
14.06.2019

 (რეზონანსი) "ჩვენ გვინ­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრი­ოთ და მა­მა­კა­ცი მაშ­ვე­ლე­ბის მსგავ­სად, ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ", - ამ­ბობს ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წელს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე დამ­სვე­ნე­ბელ­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბს.

მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბი აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე წელს პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ის კურ­სან­ტე­ბი არი­ან, მათ შე­სა­ბა­მი­სი წვრთნე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში უკვე გა­ი­ა­რეს. რო­გორც შსს-ში გან­მარ­ტა­ვენ, მაშ­ვე­ლი გო­გო­ნე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა პლაჟ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა, პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და გა­და­უ­დე­ბე­ლი

ერთ-ერთი მაშ­ვე­ლი ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. იგი ამ­ბობს, რომ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ფე­სი­ას 20 წლის ასაკ­ში უკვე და­ე­უფ­ლა და ფიქ­რობს, რომ მის­თვის მთა­ვა­რი სა­ნა­პი­რო­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბაა.

"ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ. ჩვენს სას­წავ­ლე­ბელ­ში შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და სტუ­დენ­ტებს შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს ვა­კან­სია, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე გო­გო­ნებს მაშ­ვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად შე­ეძ­ლოთ. ჩემი კურ­სი­დან სამ­ნი წა­მო­ვე­დით, გა­ვი­ა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე სა­მაშ­ვე­ლო ინ­ვენ­ტა­რის გა­მო­ყე­ნე­ბის კუ­თხით. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზღვა­ში ყოფ­ნი­სას იყ­ვნენ უსაფრ­თხოდ და მო­ვუ­წო­დებ მათ, რომ სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ. გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რებს მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა. ცოტა ვღე­ლავ, რად­გან ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა, იყო მაშ­ვე­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე იზ­რუ­ნო. თი­თო­ე­ულ­მა მაშ­ველ­მა უნდა იცო­დეს, რომ სა­ნა­პი­რო­ზე ყოფ­ნი­სას ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს და მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­ა­კე­თოს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. მე პი­რა­დად, სურ­ვი­ლი მაქვს გა­ვა­კე­თო ის საქ­მე, რა­საც ბი­ჭე­ბი აკე­თე­ბენ და და­ვიც­ვა ზღვა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა", - ამ­ბობს ქრის­ტი­ნე დიდ­მა­ნი­ძე "AMBEBI.GE"-სთან სა­უ­ბარ­ში.

სტე­რე­ო­ტი­პე­ბის დამ­სხვრე­ვა სურს აკა­დე­მი­ის კი­დევ ერთ კურ­სანტს, ქეთი მე­ლი­ქიშ­ვილს.

"ბა­თუ­მის სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ. ყვე­ლას მი­აჩ­ნია, რომ აქ მხო­ლოდ ბი­ჭებს შე­უძ­ლი­ათ სწავ­ლა და გო­გო­ნე­ბის ად­გი­ლი არ არის. მომ­წონს, როცა სტე­რე­ო­ტი­პე­ბი იმ­სხვრე­ვა და ვფიქ­რობ, რომ არ არ­სე­ბობს ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი პრო­ფე­სია. ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა, არ მაქვს და ეს გა­მოწ­ვე­ვა ჩემ­თვის სი­ახ­ლეა. მო­ლო­დი­ნი მაქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს გა­და­ვარ­ჩენთ და მათ სი­ცო­ცხლეს გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებთ", - აცხადებს ქეთი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი "AMBEBI.GE"-სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×