ტრაგიკულ ავარიას გორის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.
გარდაცვლილი 38 წლამდე ასაკის მამაკაცი, ვახო ასლანიშვილია. როგორც ადგილობრივები "დიანიუსთან" ამბობენ, გარდაცვლილი გორი-თბილისის მიმართულებით მერსედესის მარკის მინივენით "ტაქსაობდა".
იმ დროს, როდესაც ავარია მოხდა, გარდაცვლილს მგზავრები თბილისის მიმართულებით მიჰყავდა.
"როგორც გავიგეთ. გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის კაცია, გორი-თბილისის მიმართულებით ტაქსაობდა და ამ ავარიის დროსაც მგზავრები მიჰყავდა თბილისის მიმართულებით. კარგი ადამიანი იყო ძალიან. როგორც გავიგე "მერსედესის" ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფილა და დიდი სისწრაფით შეჯახებიან ერთმანეთს", – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა შორის ერთი ორსული ქალია, რომელსაც მგზავრობის დროს თან ორი წლის შვილი ახლდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა "გორმედის" ქსელის ცენტრალურ კლინიკაში მოათავსა. მას შემდეგ, რაც დაშავებულ დედა-შვილს ამბულატორიული დახმარება გაეწია, ისინი სახლში გაწერეს. დაშავებულებს შორის ,,დიანიუსის” ინფორმაციით, 15 წლამდე ასაკის გოგოა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია.