რეზონანსი
14.06.2019

14 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია -გოგონა მეხუთე დღეა სიკვდილს ებრძვის

არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს მედიკოსებთან პრეტენზიები აქვთ და ამბობენ, რომ მას სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევა დროულად არ ჩაუტარდა.

მოზარდის მშობლებმა განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს და აინტერესებთ, რატომ არ ჩაუტარდა გოგონას ბიოქიმიური ანალიზი, რითაც მოწამვლის მიზეზი გამოვლინდებოდა.

„რატომ ვერ მოხერხდა ბავშვისთვის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, რომლითაც გამოვლინდებოდა, რითი იყო მოწამლული ბავშვი, რომ შემდეგ ჩატარებულიყო შესაბამისი მკურნალობა. თუ 14 წლის ბავშვის ბედი და ჯანმრთელობა არავის არ აინტერესებს, მაშინ დამთავრებულია ამ ქვეყანაში ყველაფერი,“- აცხადებს მოზარდის მამა გიორგი ჭახელიძე.

14 წლის მოზარდი სავარაუდოდ "ლურჯი ვეშაპის" მორიგი მსხვერპლია. გოგონას თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. ის მშობლებმა უმძიმესი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინინკაში გადაიყვანეს. მედიკოსების თქმით, მოზაედი გაუკვეველი ნივშიერებით არის მოწამლული. ოჯახი წევრები აცხადებენ, რომ მოზარდი ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, ჰქონდა შიში და ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაზიანებები მიეყენებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×