რეზონანსი
14.06.2019

 თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ უცნაურ ამბავზე, სადაც ერთ-ერთ ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  გარდაცვლილი ქალის და, რომელიც კომატოზოიდურ მდგომარეობაში იყო, ამ დრომდე გერმანულ ჰოსპიტალში იმყოფება და ჯერჯერობით, გონზე არ მოსულა. სწორედ მისი შვილია ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაშველებს კარს არ უღებდა, როცა ისინი მეზობლებმა ბინიდან გამოსული უცნაური სუნის გამო გამოიძახეს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.

რაც შეეხება მეოთხე ქალს, რომელიც მაშველებმა ბინაში შესვლისას ვერ აღმოაჩინეს და მოგვიანებით დამალული იპოვნეს, ის ოჯახის ახლობელია და ამჟამად მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში, ისიც ფსიქიატრიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.

შემთხვევა 8 ივნისს სამტრედიის ქუჩაზე მოხდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ბინის მობინადრეები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ დადუდგენელია, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარსაც ოჯახის წევრები დაახლოებით 2 კვირა მალავდნენ. გამოძიება სავარაუდო მოწმის კომიდან გამოსვლას და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით კი, მოხუც ქალს სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×