რეზონანსი
14.06.2019

 რუსთავში, XX მიკრორაიონში გარდაცვლილი ახალგაზრდა 32 წლის ნათია სუბელიანია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქალი ბინაში მარტო იმყოფებოდა რა როდესაც გულის შეტევა დაემართა.

ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში აცხადებენ მას სავარაუდოდ თრომბი განუვითარდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უეცარი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო დაახლოებით 2 კვირაში დაასახელებს.

ბინა ჩაკეტილი იყო, რის გამოც ადგილზე მაშველები გამოიძახეს, ახალგაზრდა გარდაცვლილი სამზარეულოში ნახეს, ის სავარაუდოდ საჭმელის გაკეთებას აპირებდა. ნათია სუბელიანს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×