რეზონანსი
13.06.2019

  მიზერულ ხელფასს დავთანხმდი, საზღვარგარეთის გასტროლებზე ერთ კონცერტში უფრო მეტს ვიღებდი", - ამის შესახებ მომღერალმა ზურაბ ხაჩიძემ, გადაცემა `რეაქციაში" განაცხადა.

„ის მიმართულება, რომელიც მე ჩამაბარა გუბერნატორმა ჩემთვის ძალიან ხელშესახებია, ძალიან ადვილად გასაკეთებელია პოპულარიზაცია ამ რეგიონის და მე ძალიან მიყვარს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი. ვიღაცები ამბობენ, რომ რაღაცა ჩინოვნიკი, პრივილეგიები... არანაირი პრივილეგიები არ მაქვს, ერთ კონცერტში უფრო მეტს ვიღებდი საზღვარგერეთის ნებისმიერ გასტროლზე. ჯერჯერობით, ახალგაზრდა ვარ და შემეძლო გამეგრძელებინა სიმღერა", - თქვა ხაჩიძემ.

ზურა ხაჩიძე რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×