რეზონანსი
13.06.2019

 

გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და კლინიკა "გორმედში" მოათავსეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ხუთი პაციენტი ჰოსპიტალში, სამი კი, გორმედში შეიყვანა.

"გორმედში" მოთავსებული პაციენტებიდან ორსული ქალი და მისი 2 წლის შვილია. "მათ ამბულატორიული დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ ბინაზე" - გვითხრეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ასევე აცხადებენ, რომ რეანიმაციაში ერთი ადამიანი მოათავსეს, ორს კი სხვადასხვა

დაზიანებები აქვს და გამოკვლევები უტარდებათ.

რაც შეეხება ჰოსპიტალს, იქ 14 წლის მოზარდია შეყვანილი, რომელსაც ამბულატორიული კვლევები ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მინივენი და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯა. შემთხვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×