რეზონანსი
13.06.2019

 

კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიებისთვის საბანკო რეგულაციები უახლოეს მომავალში შეიცვლება.

„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამშენებლო სექტორის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე. იყო შეხვედრა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პრემიერის ხელმძღვანელობით და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეიცვლება და აშკარა სტატისტიკაც აჩვენებს პრობლემებს ამ მიმართულებით",- განაცხადა კალაძემ დეველოპერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, გადასახედია მათი დაჯარიმების საკითხიც. კალაძის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ის სამშენებლო კომპანია, რომელიც კონკრეტულ ლოკაციაზე მუშაობს.

„პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამშენებლო კომპანიას და დისციპლინა უნდა იყოს უსაფრთხოების მიმართულებით. ყველა განვითარებულ ქალაქსა და ქვეყანაში ასეა. ვინც უშუალოდ ლოკაციაზე მუშაობს, ის სამშენებლო კომპანია უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი. მას შეიძლება კონტრაქტით ჰქონდეს დარეგულირებული მუშასთან, რომ მუშამაც იცოდეს ჩაფხუტის გარეშე ან დასაბმელის გარეშე მუშაობა რომ არ შეიძლება. ეს არის მუშისა და სამშენებლო კომპანიის ურთიერთობა და კომუნიკაცია და თუ მარტო მუშას ვაჯარიმებთ, ამან არ მგონია შედეგი მოგვცეს", - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×