რეზონანსი
13.06.2019

  ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ „მაგთი ფიქსს" ლიცენზია 10 წლით გაუხანგრძლივა. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია პირველი ორი წლის განმავლობაში ასი ათას/ასი ათასი ლარის საფასურად შეძლებს აბონენტების მომსახურებას. ამასთან ვალდებული იქნება ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს „მაგთი ფიქსის" ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზოს.

„მაგთი ფიქსის" გათიშვის საფრთხე რამდენიმე დღის წინ დადგა, ვინაიდან 17 ივნისს ლიცენზიის ვადა იწურება. ეროვნული მარეგულირებელი კომისია და კომპანია გარკვეულ პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ და პრობლემის შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. „მაგთიფიქსი" ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებლებიც იყენებენ.

„აუცილებელია, რომ ბუნებრივად მოხდეს სერვისების ჩანაცვლება, ანუ მომხმარებელმა ალტერნატიული სერვისი მიიღოს და ისე თქვას უარი არსებულზე. ჩვენი ვარაუდითაც, 2 წელი საკმარისია იმისთვის, რომ არსებულმა მომხმარებლებმა ეს „მაგთიკომის" სერვისი ჩაანაცვლონ სხვა სერვისებით. გადაწყვეტილებაშივევდებთ ვალდებულების ფორმას, რათა კომპანიამ იზრუნოს იმაზე, რომ საკომუნიკაციო სერვისების მიწოდება მომხმარებელზე სრულად ჩაანაცვლოს", - განაცხადა ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×