(რეზონანსი) "დაკითხვაზე რომ ვიყავი დავრწმუნდი და გამოვრიცხავ, რომ ეს იყო „ლურჯი ვეშაპი". ბავშვი არის ეკლესიური, ეზიარება და გამორიცხულია, რომ რაღაც დაელია და თავი მოეკლა", - ამის შესახებ 15 წლის მოზარდის დედამ, ინგა ბურდულიამ განაცხადა.
დედის თქმით, შვილმა პარასკევს ფსიქოლოგის დახმარება ითხოვა - დედიკო, დეპრესიაში ვარ და ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებაო. ბურდულიას თქმით, გოგონას დაჰპიდა, რომ წაიყვანდა.
„ბოლო დროს შეიცვალა, გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს არის „ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი. ეს არის ძალიან უცნაური რაღაც და ძალიან მაინტერესებს. მე ვარ გამწარებული დედა, რომელსაც შვილი კომატოზოიდურ მდგომარეობაში ჰყავს. ექიმები ამბობენ რომ მოწამლულია, იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ანევრიზმა ხომ არ იყო. ესეც გამოირიცხა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. დამპირდნენ რომ გამოიძიებენ და ყველაფერს გააკეთებენ, არ გაკეთებას არავის ვაპატიებ", - ამბობს მოზარდის დედამ „პრაიმტაიმთან".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 15 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.