რეზონანსი
13.06.2019

 (რეზონანსი) 17 წლის ტ.ი. რომელის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მკვიდრი იყო, რუსეთში, მდინარე ვოლგაში მაშინ დაიხრჩო, როცა მეგობრის ძმის გადარჩენას ცდილობდა. ინფორმაციას nor.ge ავრცელებს.

შემთხვევა 10 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, იმ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალული იყო, თუმცა ახალგაზრდა ბიჭები მდინარეში მაინც შევიდნენ. რუსული და სომხური მედია წერს, რომ ნინოწმინდელი ბიჭის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 30 მეტრში იპოვეს.

„ორი ბიჭი წყალში იყო, ერთ-ერთმა ჩაძირვა დაიწყო, მეორეს შეეშინდა გა ნაპირზე გამოვიდა. დასახმარებლად ტ.ი. წყალში შევიდა, თუმცა გამოსვლა ვეღარ შეძლო და დაიხრჩო", - იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადმოასვენეს მშობლიურ სოფელში. ოჯახი ბოლო ათი წელია რუსეთში ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×