რეზონანსი
13.06.2019

 (რეზონანსი) სეტყვამ კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. 

„ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დასეტყვილია ლამისყანას ნაწილი, ხვითი და თვაურები.

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ ძლიერი ნალექი ლამისყანას თემში შემავალ სოფლებში მოვიდა და დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაზარალებული კი, 70-მდე ოჯახია, მათ სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ვენახი დაუზიანდათ. მერი ასევე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ამ წუთებშიც მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×