რეზონანსი
13.06.2019

 (რეზონანსი) რუსთავში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალებია ცნობილი. 

გარდაცვლილი 35 წლამდე ასაკის ქალია. ის სახლში მარტო იმყოფებოდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ქალი სადილს ამზადებდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. სახლში მისულ მეუღლეს კარი შიგნიდან ჩაკეტილი დახვდა. მან სამაშველო ჯგუფი გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ კი, სამზარეულოში მეუღლე უგონო მდგომარეობაში ნახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×