(რეზონანსი) 60 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ცულით არის მოკლული. როგორც ვარაუდობენ, მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, შელაპარაკება გამხდარიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
ოჯახს გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დღეს, 12 ივნისს, დილით შეატყობინეს.
გარდაცვლილი ადგილობრივია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.