რეზონანსი
12.06.2019

  (რეზონანსი) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ალგეთის ეროვნული პარკის მდინარეში იშვიათი პოპულაციების ზრდის მიზნით, ველური ბუნების სააგენტოს მიერ გამოყვანილი ნაკადულის კალმახის 350 ცალი ლიფსიტა გაუშვა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც საქართველოს„წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს.

ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აშენდა ორი ტბორი და 8 რკინა-ბეტონის სპეციალური აუზი. ამ დროისთვის ხელოვნურად გამოჩეკილია 25 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლიფსიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×