რეზონანსი
11.06.2019

  ბათუმში, ახალ ბულვარში მაშველებმა 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ბათუმში, პლაჟზე ფეხით პატრულირებისას ზღვაში მოქალაქე შეამჩნიეს, რომელიც 150 მეტრის სიღრმეში იყო შესული და წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

"მაშველმა დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყოვნებლიც შეცურა მოქალაქის დასახმარებლად. დამხმარე ძალის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. მაშველმა ანრი ნემსაძემ თავად გამოიყვანა 18 წლის ბათუმელი, თემურ მიქელაძე წყლიდან. ის ახლა უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს.", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×