რეზონანსი
11.06.2019

  „ბილდინგ დეველოპერის" დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში მსჯელებდა. ალექსი სიხუაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავების შემდეგ, საკანში სტენოკარდიული შეტევა დაემართა. ბრალდება, ალექსი სიხუაშვილს ერთ-ერთი ტენდერის პირობების შეუსრულებლობას და ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება, რასაც ბრალდებული არ აღიარებს.

საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი" ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×