რეზონანსი
11.06.2019

თქვეს, რომ 17 წლის მოზარდმა გაიტაცა საპატრულოს მანქანა, სადაც ორი პოლიციელი იჯდა - ამ განცხადებას დაკავებულის ახლობელი აკეთებს. ქალი რომლის სახლშიც მოზარდი დააკავეს ყვება, რომ მოზარდი20-მდე პოლიციელმა აიყვანა.

დაკავებულის ახლობლის თქმით, სამართალდამცველებთან საუბრისას გაირკვა, რომ მოზარდმა გაიტაცა მანქანა, რომელშიც ორი პოლიციელი იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტს არ ადასტურებს.

დაკავებულ არასრულწლოვანს 3 წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მოზარდს პოლიციის ავტომობილის გატაცებას აბრალებდნენ.

„ალბათ, 15-18 იქნებოდნენ. ვისხედით დივანზე, პურს ჭამდნენ. იარაღი ამოიღეს, ბავშვს დაუმიზნეს. გამომძიებელმა მითხრა, როცა მოვიდა, ვითომდა მცირეწლოვანმა გაიტაცა საპატრულო მანქანა და ამაში სდებდნენ ბრალს. მერე თქვა რომელიღაცამ, რომ ვითომდა ამ საპატრულოს მანქანაში ორი პოლიციელი იჯდა. როგორ შეიძლება 17 წლის მოზარდმა პოლიციის მანქანა გაიტაცოს, თავისი ორი პოლიციელით. არარეალურად მიმაჩნია," - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×