რეზონანსი
11.06.2019

წელს, შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე მაშველი გოგონებიც იზრუნებენ. ქალებს ზაფხულის მიმდინარე სეზონზე პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, რომ საზღვაო მაშველები გახდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის საზღვაო აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მეგი ფარტენაძემ განუცხადა, წლევანდელ საზღვაო სეზონზე მაშველად მუშაობის სურვილი 9 გოგონამ გამოთქვა. სპეციალური გადამზადების შემდეგ, გოგონებს შესაძლებლობა ეძლევათ, წყალზე მაშველის პოზიციაზე სეზონურად დასაქმდნენ, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×