რეზონანსი
11.06.2019

 მახაჩკალის პორტში ტანკერზე აფეთქება მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა 5, ხოლო 2 პირი დაკარგულად ითვლება.

რუსული მედიის ცნობით, ტანკერზე აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა, როდესაც ნავთობპროდუქტების ჩატვირთვა მიმდინარეობდა.

აფეთქების შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, იწვის ხომალდის კაიუტები. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×