რეზონანსი
11.06.2019

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის, იგი­ვე „როს­ტოს“ დე­დის მაია ქაჩ­რიშ­ვილ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი შვი­ლი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 3 კვი­რის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, როს­ტო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, წიგ­ნებს კი­თხუ­ლობ­და.

„გა­თა­ვი­სუფ­ლდა თა­ვი­სი პი­როვ­ნე­ბი­დან, თა­ვი­სი ქცე­ვი­დან, თა­ვი­სი წე­სი­ე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ამის გამო, ის მე-16 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ნაკ­ლე­ბად სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი აქვთ. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და, დღე­ში 2 სა­ა­თი ვარ­ჯი­შობ­და, ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლობ­და.

თუ რამე წიგ­ნი და ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­მო­ვი­და, იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა წა­ი­კი­თხა. იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დე­გაც წიგ­ნებს ეძებ­და. 3 კვი­რაა, რაც გა­მო­ვი­და და გუ­შინ „ზუ­კას თასი“ ჩა­ა­ტა­რა, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი, უამ­რა­ვი გეგ­მა აქვს. ჩვენ­მა საყ­ვა­რელ­მა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის არ შე­ი­წყა­ლა, მისი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე შე­ი­წყა­ლა და ეს არა, თუმ­ცა ვერ გე­ტყვით, რა­ტომ“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის დე­დამ.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე 2016 წლის 5 მა­ისს და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×