რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) კრემლის დაფინანსებული Sputnik-ისა და Russia Today-ს წარმომადგენლებმა თბილისში, Fake News-ზე ისაუბრეს.​სპუტნიკის წარმომადგენლებმა ახალი პროექტი დაიწყეს, სახელწოდებით SputnikPro. პროექტის პრეზენტაცია 7 ივნისს სპუტნიკის თბილისის ოფისში გაიმართა და სპიკერი კრემლის პროპაგანდისტული გამოცემის, Russia Today-ის რედაქტორის მოადგილე, ანა ბელკინაიყო. პროექტის მიზანი საქართველოში მომუშავე მედიამენეჯერების, ჟურნალისტებისა და PR-ებს გადამზადებას წარმოადგენს.სპუტნიკის ინფორმაციით, ბელკინამ მსოფლიო მედიაში ყალბი ახალი ამბებისფენომენსა და დასავლურ ტელეარხებთან Russia Today-ის პოლემიკის გამოცდილებაზეისაუბრა.

სწორედ Russia Today და Sputnik-ი, საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყალბი ინფორმაციასა და დეზინფორმაციას გავრცელებაში არიან მხილებულები. ჩვენ ვისაუბრეთ თანამედროვე ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებზე. ეს პირველ რიგში არის ბრძოლა ყალბ ახალ ამბებთან. განვიხილეთ რა არის ეს, მასთან ბრძოლის როგორი რა მეთოდები არსებობს, რამდენად მნიშვნელოვანია და რა გავლენას ახდენს ჩვენს მუშაობაზე, - თქვა ბელკინამ.

კრემლის მიერ დაფინანსებული მედიების ერთობლივ ღონისძიებას ნინო ბურჯანაძის შვილი და მისივე პარტიის წევრი, ანზორ ბიწაძე, ასევე, ასავალ-დასავალის წარმომადგენელი, ზაზა დავითაია და გაზეთ საქართველო და მსოფლიოს რედაქტორი, ტარიელ გაგნიძე ესწრებოდნენ.

7 ივნისს თბილისში ჩატარებული ღონისძიების მონაწილეებსა და ორგანიზატორებზემითების დეტექტორმა შემდეგი ინფორმაცია შეაგროვა:საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge) - გამოსცემს შპს ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის დაფუძნებას 2009 წელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. ისტორიული მემკვიდრეობის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი არის მოსკოვში მოღვაწე პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც 2014 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო ორდენით დააჯილდოვა. ანტიდასავლური განწყობების გარდა, გამოცემა გამოირჩევა თურქოფობიით, რასისტული და ჰომოფობიური განცხადებებით.

ასავალ-დასავალი - ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც 1992 წელს დაარსდა. გამოცემის 100%-იანი წილის მფლობელი და რედაქტორი კერძო პირი ლაშა ნადარეიშვილია. გამოცემა ღიად ქსენოფობიურ და ანტდასავლურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და ეთნონაციონალისტურ, პრო-ქართულ გამოცემად პოზიციონირებს.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული პარტია. ნინო ბურჯანაძე მეორე ქართველი პოლიტიკოსია, ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2010 წელს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. 2016 წლის არჩევნებზე ის უბლოკო სტატუსის ინიციატივით გამოვიდა, რაც კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას ითვალისწინებდა.

Russia Today - პროპაგანდისტული სატელევიზიო ქსელ TV-Novosti-ს ბრენდი, რომელმაც მაუწყებლობა 2005 წელს დაიწყო. RT ინფორმაციას რუსულ, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე გადასცემს. 2005 წლიდან მოყოლებული RT-ს დაფინანსების მთავარი წყარო რუსეთის მთავრობაა. ტელეკომპანიის დღის წესრიგი ანტიდასავლურია და მსოფლიოში მიმდინარე ამბებს კრემლის პერსპექტივიდან აშუქებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, RT-მ საქართველო გენოციდში დაადანაშაულა, ხოლო რუსეთი გამოყვანილი იყო, როგორც მშვიდობისმყოფელი. ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისთვის RT ეთერს უთმობს ულტრამემარცხენე ანტი-გლობალისტებს, ასევე რადიკალურ ნაციონალისტურ ჯგუფებს. 2014 წლის 17 მარტს ევროპის საბჭომ RT-ისხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება ითვალისწინებს შემაკავებელ ზომებს ისეთი ქმედებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

Sputnik-საქართველო - მულტიმედიური საერთაშორისო პროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. სპუტნიკმა, რომელსაც რუსეთის მთავრობა ფლობს, საერთაშორისო არენაზე საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti და რუსეთის ხმა ჩაანაცვლა. სპუტნიკჯორჯია საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×