რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პარლამენტის დეპუტატების კანდიდატებს შორის სროლა იყო. სროლის შედეგად დაიჭრა „ერთიანი ოსეთის" ე.წ. პარტიის ლიდერი ტადტაევი. ინფორმაციას ამის შესახებ, თვითმხილველებზე დაყრდნობით, kavkazr ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ტადტაევი ადმინისტრაციის შენობაში დაიმალა, სადაც მას პირველად დახმარება გაუწიეს.

სროლაში ასევე მონაწილეობდა დეპუტატობის ე.წ. კანდიდატი ალან ზასეევი და ვალერი კოკოევი.

9 ივნისს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ე.წ. არჩევნებზე ლიდერობს პარტია „ერთიანი ოსეთი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×