(რეზონანსი) 2 ივლისიდან აბიტურიენტებს და მათ ოჯახის წევრებს საგამოცდო ციებ-ცხელება ეწყებათ. 2019 წლის ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
წელს, პირველად ეროვნული გამოცდების არსებობის ისტორიაში, აბიტურიენტს საშუალება ეძლევა, საკუთარი კალამი შეიტანოს გამოცდებზე, ოღონდ კალამი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს გელით ( ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.
რაც შეეხება საგამოცდო განრიგს და თარიღებს, იხილეთ სესიების მიხედვით:
2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;
16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;
17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.