რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ახალი პარტიები, რომლებიც 2020 წლის არჩევნებისთვის იქმნებიან, ყველა ერთად 1%-ს მიიღებს.

"თითო ახალი პარტია ყოველდღიურად იქმნება. უკვე 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში და მომავალი არჩევნების ბოლომდე ალბათ, 500-მდე გაიზრდება.

ამ ახალ 50 პარტიას ალბათ, შეეძლება ჯამში 1%-ის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია. საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც გაისად უკვე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×