რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) „ჩემი ღრმა რწმენით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი შვილი აჰმედ ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან იყო კავშირში", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

„პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოვიღეთ, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. როგორც მახხოვს, ეს თანხა 23 ათას ლარს შეადგენდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერანაირად ვერ ასაბუთებს ამ თანხის წარმომავლობას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს თანხა უცხოეთიდან ნათესავებმა გადმოურიცხეს.

მახლაზ მაჩალიკაშვილი თავიდან იმასაც აცხადებდა, რომ ჩატაევთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა, თუმცა, მისი მეუღლე და ჩატაევის მეუღლე ბიძაშვილები არიან და ოჯახებით ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. საკუთარი შვილი სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაღუპა, როცა იგი ჩატაევის დაჯგუფების წევრებს გააცნო. მას თავისი შვილისთვის ყველანაირად უნდა შეეშალა ხელი ტერორისტებთან ურთიერთობაში და დღეს თემირლანი ცოცხალი იქნებოდა", - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×