რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) ახალციხეის პოლიციაში ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში შევარდა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

შემთხვევა 7 ივნისს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა დანით იყო შეიარაღებული.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლმ უკვე იმსჯელა. 25 წლის ახალგაზრდას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×