რეზონანსი
10.06.2019

 მსახიობი კახა აბუაშვილი (კაბუ) ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს. საპატიმროში ის 2018 წელს გახმაურებული სპეცოპერაციის შედეგად მოხვდა, რა დროსაც კაბუსთან ერთად დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, მათ შორის რამდენიმე „კანონიერი ქურდიც“ აიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, კახა აბუაშვილს რეალურად დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან შეხება არ ჰქონია და ის ამ გაუგებრობაში შემთვევით აღმოჩნდა, თუმცა კაბუს სამართალდამცავებთან პრობლემები წარსულშიც ჰქონდა, რაც ძირითადად მის ნარკოტიკებთან დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. ამ თემაზე მსახიობმა "პრაიმტაიმთან" გულწრფელად ისაუბრა.

"ვერც კი ვიხსენებ რამ მიმიყვანა ნარკოტიკებამდე, მაგრამ ერთ დღესაც სარკეში რომ ჩავიხედე, აბსოლუტურად სხვა ადამიანი დავინახე, გაფითრებული, საზიზღარი... მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ნარკოტიკებს ჩემ გარდა კიდევ ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანი შეეწირებოდა. ალბათ ცნობისმოყვარეობამ გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკებს დავუახლოვდი. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, გვერდით მაგარი ქალი ჩაგივლის, მას თვალს გააყოლებ, მაგრამ ტელეფონზე წამალზე ლაპარაკს გააგრძელებო, მოვკლავდი. მე კი ნარკოტიკებმა, გარკვეული პერიოდი, მგონი ქალიც კი დამავიწყა. ერთხელ ტელეფონს რომ გადავხედე, მართლა ძალიან შევშინდი. ნომრებში თითო-ოროლა ადამიანიღა იყო ახლობელი, დანარჩენი უცნობები აღმოჩნდნენ“, - აცხადებდა მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×