რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში იქნებიან გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, კოტე კემულარია, ლელა ჯეჯელავა და მიხეილ ჯიბუტი.

"ეს არ იქნება მხოლოდ ირაკლი ოქროაშვილის პოლიტიკური მოძრაობა. არამედ, ეს იქნება გაერთიანება, სადაც თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, ვისაც სურს ამ ქვეყანაში ცვლილებები. მათ შორის მე, კოტე კემულარია, ლელა ჯეჯელავა, მიხეილ ჯიბუტი და ყველა ის პირი, რომელთა იდეოლოგია და მიზნები ჩვენს ამოცანებს ემთხვევა"- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, ახალი პოლიტიკური მოძრაობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს განსხვავებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესთავაზებს.

რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, მისი განმარტებით, პოლიტიკური მოძრაობა თავდაპირველად საინიციატივო ჯგუფის ფორმატში იმუშავებს და მასში გაერთიანდება ყველა, ვისაც საერთო მიზნები, ხედვები და ამოცანა აქვს.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია ირაკლი ოქროაშვილის საჯარო ფეისბუქ პოსტიდან გახდა ცნობილი.

"ხვალიდან ერთი ადამიანის ცხოვრების გართულებას საფუძვლიანად ვიწყებთ, იმისათვის რომ აქ დარჩენილი 3 მილიონის და მის გამო ქვეყნიდან წასული ასობით ათასის ცხოვრება შევამსუბუქოთ."- დაწერა ირაკლი ოქროაშვილმა.

ირაკლი ოქროაშვილისა და მისი თანამოაზრეების პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია ხვალ, 15 საათზეა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახელწოდება ექნება ახალ პოლიტიკურ მოძრაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×