რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) აგარაში სასტიკად მოკლულ 41 წლის მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს. 41 წლის მამაკაცს 16 ჭრილობა მეზობელმა მიაყენა, რის შემდეგაც მან საკუთარი მეუღლე დაჭრა.

„სულ დაჩეხილია. ჯერ მარტო სულ სახეზე აქვს დაჩეხილი და ტანი ხო, ექსპერტი, რომ კერავდა, თურმე, ვეღარ დავთვალეთ იმდენი იყო და გავანებეთ თავიო. არ ვიცი ფსიქიკურად დაავადებულია თუ რა ჯანდაბაა, რამ მოუარა", - განაცხადა მოკლულის მამამ.

დაჭრილი ქალი, რომელსაც 13 ჭრილობა აქვს მიყენებული რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.

არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. მკვლელობის მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×