რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის თქმით, სერიალ „ჩერნობილში" წარმოდგენილი ზოგიერი ფაქტი გამოგონილია.

გორბაჩოვის განცხადებით, მას არასდროს გაუცია განკარგულება, რომ მეცნიერ ვალერი ლეგასოვისთვის გმირის წოდება არ მიენიჭებინათ.

„მე ასეთი განკარგულება არ გამიცია. ჩემს გარდა ეს არვის შეეძლო. ეს გამოგონილია", - განაცხადა გორბაჩოვმა.

„ეიჩ-ბი-ოუს" მინი სერიალ „ჩერნობილის" მიხედვით, საბჭოთა მეცნიერი ვალერი ლეგასოვი სასამართლოში ჩვენებას აძლევს. შემდეგ მას „კა-გე-ბე" აკავებს. სიუჟეტის მიხედვით, ლეგასოვს ჩერნობილის ავარიის შესახებ საუბარს უკრძალავენ და ავარიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მინიჭებულ ჯილდოს ართმევენ.

ვალერი ლეგასოვი საბჭოთა მეცნიერია, რომელიც 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის მიზეზებს იძიებდა. ის ორჯერ იყო წარდგენილი სოციალისტური შრომის გმირის წოდებაზე, თუმცა ჯილდო ვერ მიიღო. ლეგასოვმა 1988 წელს თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×