რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) პოლიციამ დაბა აგარაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულ ზ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებული ლ.დ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

"დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×