რეზონანსი
10.06.2019

 (რეზონანსი) „თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. დეკანოზი დავით ქვრივიძე აცხადებს, რომ თუ თბილისში ჩატარდა ლგბტ-თემის აღლუმი, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე და ეს იქნება მიზეზი იმისა, რომ მათ ქართველებთან თანაცხოვრება არ მოუნდებათ.

„კავკასიური მენტალიტეტის ხალხი ვართ ჩვენ სულ ყველა. ოსებმა და აფხაზებმა, რომ გაიგონ ამის შესახებ, აღარ მოუნდებათ შემოერთება", - ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.

სასულიერო პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ აკრძალონ მსგავსი ღონისძიებები, იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ მის ჩატარებაში, თვითონ კი გააკეთებენ ყველაფერს, რომ „პრაიდი" არ ჩატარდეს.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარება იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×