რეზონანსი
10.06.2019

 ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში მწყობრიდან გამოვიდა, როდესაც საუბრის თემა მიხეილ კალანდიას შეეხო. სარალიძემ ემოციები ვერ მოთოკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყველას, ვინც მისი თქმით მას „მოღალატეს“ ეძახის.

„ვიყო ლაჩარი, მაგრამ ჩემი შვილის მკვლელებს ყველას დედას ვუტირებ. რაც რუსთავი 2-მა დაიწყო ჩემი მხარდაჭერა, მას შემდეგ დაიწყეს დედის ****. თქვენი ყველას დედა **** ვინც მოღალატეს მეძახის“, - ყვიროდა ზაზა სარალიძე.

გადაცემის ბოლოს ზაზა სარალიძე სტუდიიდან ემოციურად აღელვებული გავიდა და განაცხადა, რომ სანამ არსებითი განხილვა არ დაიწყება ხორავას საქმის, მასთან არც ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი აღარ მივიდეს.

რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიამ დააანონსა, რომ „კვირის აქცენტებში“ იტყოდა, რაზე გაიყიდა ზაზა სარალიძე.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×