რეზონანსი
10.06.2019

ცესკო-ს ინფორმაციით 31 უბნის მონაცემები დათვლილია. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.

„ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. არჩევნებმა ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. მადლობა ამომრჩევლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის. მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მადლობა ჩართულ მხარეებსაც პასუხისმგებლობის გამო. ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ვებ-გვერდზე მისაწვდომია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×